რეზონანსი
12.02.2017

 გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გახდა. მას ფედერალური კრების დელეგატების ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 2005 წლიდან იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო 2007 წლიდან - გერმანიის ვიცე-კანცლერი. 2009 წელს, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან კანცლერის პოსტზე იყრიდა კენჭს. დამარცხების შემდეგ პარტიის ფრაქციას ხელმძრვანელობდა ბუნდესტაგში. 2013 წლის არჩევნების შედეგებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. 2016 წლის იანვარში ის გადადგა თანამდებობიდან არჩევნებში მონაწილეობის მიზნით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×