რეზონანსი
13.02.2017

 სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დღეს მორიგ შეხვედრას მართავს. ადამიანის უფლებების და სასამართლო ხელისუფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, მეორედ იკრიბება.

კომისია დღევანდელ სხდომაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და მისი უფლებამოსილების გაზრდაზე იმსჯელებს, რასაც თავად ომბუდსმენი ითხოვს. უჩა ნანუაშვილი კომისიის სხდომას არ ესწრება.

დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი გუგავას ინიციატივაც განიხილება. ლეიბორისტული პარტიის წევრი ითხოვს, რომ მოქალაქეებისთვის არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს. ვინც არ მივა, მათ წინააღმდეგ კი შესაბამისი სანქციები ამოქმედდეს.

საკონსტიტუციო კომისიის სხდომას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში სპეციალურ ჩანაწერს ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და დამოუკიდებლობის საკითხი, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში უნდა იყოს გაწერილი.

ამ ინიციატივას მომხრეები ჯერჯერობით არ ჰყავს. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მედიის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ისედაც გარანტირებულია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×