რეზონანსი
13.02.2017

 14:00 საათზე, მთავარ პროკურატურაში, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე, საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ამის შესახებ, საქართველოს მთავარი პროკურატურის სიანფორმაციო სამსახური აცხადებს.

მამა გიორგი მამალაძე, იოაკიმესა და ანას სახელობის სამშობიაროს ხელმძღვანელი,პარასკევს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სასულიერო პირის დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დეტალებზე ამ დრომდე არც ერთ ოფიციალურ უწყებაში არ საუბრობენ. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სავარაუდო ვერსიად, პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობა სახელდება.

მამა გიორგი მამალაძის დაკავებას, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეხმაურება, რომელიც ბერლინში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ერთად იმყოფება.

„ჩვენ ყველანაირად ვენდობით სამართალდამცავ ორგანოებს და გამოძიების გადაწყვეტილებას თავისთავად უპირობოდ ვაღიარებთ" , - განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა, „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×