რეზონანსი
13.02.2017

 ამბროლაურში,სოფელ ლიხეთში, შველზე მონადირეები დააკავეს. ბრაკონიერობის მორიგი ფაქტი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

დაკავებულია ბუხუტი მეტრეველი,რომელმაც შველი არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა. გარემოსდაცვითი უწყების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე კიდევ სამი მოქალაქე, კარლო ლობჯანიძე, სოსო ფოჩხიძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს რაჭის თანამშრომელი, გიორგი ტოროშელიძე იმყოფებოდნენ.

ბრაკონიერი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა მასთან ერთად სხვა პირების ნადირობას უარყოფს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ბრაკონიერებმა გარემოს 5000 ლარის ზიანი მიაყენეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონულ სამმართველოში გადააგზავნეს.

გასული კვირის განმავლობაში, ეს შველზე ნადირობის მესამე შემთხვევაა. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×