რეზონანსი
13.02.2017

 ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმში, ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, პარასკევს გახდა ცნობილი. სკოლის მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები, აჭარის მთავრობის შენობის წინ აქციას მართავენ. მათ მთავრობის სახლის წინ საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები სასწავლო წლის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, სკოლის დახურვას აპროტესტებენ და ადგილობრივი მთავრობისგან, საწავლო პროცესის გაგრძელებას ითხოვენ.

ტელეკომპანია „იმედი" აცხადებს, რომ საზოგადოების ნაწილი, შაჰინის სახელობის სკოლის დახურვას, თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებას უკავშირებს. კონსულმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლა ფეთჰულა გიულენისაა და იქ მომავალ ტერორისტებს ზრდიან. კონსულმა მოგვიანებით განცხადება უარყო და შინაარსი თარგმანს დააბრალა.

გიულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს. თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს გიულენის სკოლების დახურვა მოსთხოვა. აზერბაიჯანში გიულენთან ასოცირებული სკოლები უკვე დახურეს. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×