საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ისაუბრა.
„პროფესორი ოპერაციის შედეგით კმაყოფილია, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი, სადაც ერთი დღე იქნება და ხვალ პალატაში დააბრუნებენ. ჩვენ პატრიარქთან ურთიერთობა ყოველდღიურად გვქონდა, მისი განწყობა ოპერაციის დაწყებამდეც კარგი იყო" , - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
დიპლომატის თქმით, საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და პროკურატურის საგანგებო განცხადების კომპეტენტური შეფასება არ შეუძლია. ელჩი აცხადებს, რომ გერმანიის კლინიკაში პატრიარქის უსაფრთხოება სრულად არის უზრუნველყოფილი.