რეზონანსი
13.02.2017

 პროკურატურის საგანგებო განცხადების შესახებ, კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ, ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ისაუბრა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე, მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მოწამვლის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, მისი უწმინდესობა ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია. ლაშა ჟვანია განმარტავს, რომ ნებისმიერი ადამიანი არის რისკის ქვეშ და არასწორია ვიფიქროთ,რომ ვიღაცას თუ ანაფორა აცვია, ასეთ რამეს არ გაიფიქრებდა.

„ასეთი აღელვებული საკუთარი თავი არ მახსოვს. დანაშაული მძიმეა, წაყენებული ბრალიც მძიმეა, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია. ხელს ნუ შევუშლით გამოძიებას.საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. ჩვენი ნაკლები აჟიტირება იქნება დახმარება, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ" , - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს,რომ პროკურატურის მიუკერძოებელი საქმიანობის იმედი აქვს და საპატრიარქო გამოძიების პროცესში არ ჩაერევა.

„საგამოძიებო ორგანოების მიმართ ნდობა არის მაღალი. მჯერა, რომ მიუკერძოებელი გამოძიება ჩატარდება.დღეს ყველანი ვართ შოკირებულები. ჩვენი ნააზრევის თქმა იქნება მხოლოდ სპეკულაცია და ხელის შეშლა პროცესებისადმი" , - განაცხადა ჟვანიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×