რეზონანსი
13.02.2017

 პრემიერ-მინისტრი სასულიერო პირის დაკავების ფაქტს ეხმიანება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან. პრემიერი სამართალდამცველებს ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას უხდის.

„აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ იმუშავეს ოპერატიულად, ეფექტურად, ზედმეტი ხმაურის გარეშე" , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფომ საქმე პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანა. როგორც კვირიკაშვილი აღნიშნავს, ბერლინში პირადი დაცვის წევრები გააგზავნა და ამით ადგილზე უსაფრთხოების ნორმები გააძლიერა. მისივე თქმით, გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე გაემგზავრება და პატრიარქს პირადად მოინახულებს.

„მთელი გულით ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას, დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×