რეზონანსი
14.02.2017

 რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა რადიოსადგურ HCH-ის ეთერში, საქართველოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობაში პოლიტიკური მოტივების შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ილია მეორე პატივცემული ადამიანია. პატრიარქი თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა.

„ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ილია მეორეს ავტორიტეტთან ახლოს ვერც ერთი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ მივა. ასე, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობას.„ვშიშობ, ეს ქართველი პოლიტიკოსების თამაშებია. ზოგიერთ მათგანს შეიძლება კავშირი ჰქონდეს პატრიარქის მოშორებასთან. შეიძლება, ეს ისტორია გამოიყენება, რათა ეკლესიაზე გავლენა მოახდინონ", - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×