რეზონანსი
14.02.2017

 ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გვარამია-ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი ხელისუფლების მხრიდან „რუსთავი2"-ის და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნაწილია.

„მათი მთავარი მიზანია საკუთარი ინტერესების დაცვა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ, თუ ნიკა გვარამიას ბრალს წაუყენებენ, ეს საკმაოდ ძვირი პოლიტიკური ფასის მატარებელი იქნება უმრავლესობისთვის.

„დღეს ხელისუფლების ინტერესშია, მაქსიმალურად მიიტანოს შეტევა რუსთავი2-ზე, მის ხელმძღვანელზე, ჟურნალისტებზე იმისთვის, რომ გეგმა, რომ ხელში ჩაიგდონ რუსთავი2, ბოლომდე მიიყვანონ," - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×