რეზონანსი
14.02.2017

 დღეს, გამართულ ბრიფინგზე „რუსთავი 2"-ის საკითხის შესახებ ზაალ უდუმაშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ის არაფერს არ გამორიცხავს, მათ შორის გვარამიას დაკავებასაც.

„მე მინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი სცენარი მოიფიქრეს. ბატონებო თქვენ თუ გგონიათ, რომ ნიკა გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით, „რუსთავი 2"-ს ხონჩაზე მიიღებთ- ძალიან ცდებით. „რუსთავი 2"-ში ათასამდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს ამ ტელეკომპანიისთვის,"-განაცხადა უდუმაშვილმა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი დაკავების შემთხვევაში ტელეკომპანიას ზაალ უდუმაშვილი უხელმძღვანელებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×