რეზონანსი
14.02.2017

 ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში მყოფი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პალატაში გადაიყვანეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქართველ ჟურნალისტებს პატრიარქის პალატაში გადაღების უფლება სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მისცა. ოპერატორებს ოპერაციის შემდეგ უწმინდესის პირველი კადრების გადასაღებად 1 წუთი მისცეს.

"მადლობელი ვარ რომ შემოხვედით. ყველაფერი კარგად იქნება"-განაცხადა პატრიარქმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

უწმინდესი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.სავარაუდოდ, პატრიარქი საავადმყოფოს ერთ კვირაში დატოვებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×