რეზონანსი
14.02.2017

 ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ, ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბრალდებული არის სასულიერო პირი, რომელსაც აქვს კანონიკური წესები და თუნდაც ჩვენება მისცეს და ისაუბროს ბრალდებებზე, შესაბამისი იერარქიის პირებისგან სჭირდება კურთხევა.

"მამაოს პოზიცია არის ის, რომ როცა შეძლებს საუბარს, ისაუბრებს კომპლექსურად. იმედი მაქვს, რომ სასულიერო პირებთან უახლოეს მომავალში შეძლებს კომუნიკაციას"-განაცხადა ფანცულაიამ.

რაც შეეხება ბრალდებულის მოთხოვნას, ოჯახის წევრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ფანცულაიას თქმით, დეკანოზი განმარტავს, რომ ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იმ ფონიდან რაც ამჟამად არსებობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×