რეზონანსი
14.02.2017

 თბილისის მერიის ინფორმაციით, მგზავრთა მეტი კომფორტისთვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და ორგანიზაცია „უბრანული ლაბორატორიის" ინიციატივით, მეტროს ვაგონებში სამარშრუტო რუკები განთავსდება.

„პროექტის მიზანი, ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზებაა. თბილისის მეტროს რუკა ორენოვანია, რუკაზე მეტროს სამარშრუტო სქემასთან ერთად დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებია წარმოდგენილი, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემს მარტივად დაგეგმონ მგზავრობა. რუკების განთავსება მეტროს ვაგონებში უახლოეს დღეებში დასრულდება.

მის შექმნაზე კონკურსი რამდენიმე თვის წინ გამოცხადდა. ჟიური დაკომპლექტდა ურბანისტებითა და არქიტექტორებით, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის, ორგანიზაცია ,,ორბელიანის" და ,,ურბანული ლაბორატორიის" წარმომადგენლებით. კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა ეროვნების დიზაინერებმა მიიღეს. ჟიურის წევრებმა არჩევანი ახალგაზრდა დიზაინერზე, იანა შავგანჩუკზე გააკეთეს. მისი ნამუშევარი გამორჩეულია დედაქალაქის ტურისტულად მნიშვნელოვანი ადგილებისა და მეტროს სამარშრუტო სქემის სინთეზით,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×