რეზონანსი
14.02.2017

 თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა ბექა შენგელიას გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

ადვოკატის ინფორმაციით, შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისივე განაცხადებით, განსასჯელი აგრესიულია და ძლიერ პრეპარატებს უკეთებენ.

სასამართლო პროცესი 24 თებერვალს გაგრძელდება.

გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×