რეზონანსი
15.02.2017

 დეკანოზის ადვოკატის თქმით, მამალაძე ჩვენებას, სასულიერო პირებისგან ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ მისცემს. დაცვის მხარე პროკურატურას შინაარსობრივ ნაწილზე საუბრის უფლებას სთხოვს.

ადვოკატი ფანცულაია საზოგადოების კითხვებს ვერ პასუხობს. დეკანოზის უფლებადამცველს საკუთარი ვერსიები აქვს, თუმცა კონკრეტულ სახელს და გვარს ვერ ასახელებს. გიორგი ფანცულაია ვარაუდობს, რომ ფარული აუდიომასალა პირმა იძულებით ჩაწერა.

„საინტერესო და სწორ კითხვებს ვერ ვპასუხობ. მივმართავ პროკურატურას, რომ დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის პრინციპი და როგორც ისინი საუბრობენ საქმის შინაარსზე, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე საუბარი მეც შემეძლოს" , - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×