რეზონანსი
15.02.2017

 უჩა ნანუაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. ომბუდსმენი უსამართლო, მხარეების არათანაბარ პირობებზე საუბრობს. კერძოდ, ერთი მხარე, პროკურატურა, საქმის გარკვეულ დეტალებზე საუბრობს, მეორეს კი გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული.

„კითხვები არსებობს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პასუხების მიღება" , - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველის თქით, დეკანოზმა არ იცის ვის წინააღმდეგ ედავება პროკურატურა. ნანუაშვილი აცხადებს, რომ დეკანოზის თქმით, მას ციანიდი არ ჰქონდა. ომბუდსმენი მის მიმართ კრიტიკასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველს გიორგი მამალაძესთან შეხვედრის დეტალები არ უნდა გაეხმაურებინა. ნანუაშვილის თქმით, მას მანდატი ამის უფლებას აძლევს.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი, დაცვის მხაეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ დაიცვას საკუთარი ბრალდებული. იყო შემთხვევები, როდესაც მათ ეს უფლება წაერთვათ" , - განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველმა მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული მამა გიორგი, სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში, გუშინ მოინახულა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×