რეზონანსი
15.02.2017

 საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 245 ადამიანი დააკავეს. გუშინ ღამით 25 პირი აიყვანეს. პარიზში მასობრივი საპროტესტო აქციები, სამართალდამცველთა მიერ ძალის გადამეტების წინააღმდეგ დაიწყო.

არეულობა პარიზის გარეუბანში, პოლიციელების მიერ 22 წლის აფროამერიკელის დაკავებას და მის წამებას მოჰყვა. დაკავებული ნარკოტიკების გასაღებაშია ეჭვმიტანილი. დემონსტრაციის მონაწილეები პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.დაზარალებული ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს.

მხარდამჭერ აქციაში 2 ათასზე მეტი მოქალაქე მონაწილეობდა. პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის საშუალებით დაარბია. შემდეგ მოქალაქეებმა პოლიციის ოფისები დააზიანეს და რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×