რეზონანსი
15.02.2017

 დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში, ბრალდების მხარის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს. ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ მის მიმართ წყაროს დაცვის პრინციპი დაირღვა და მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახური იცავს, ის თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა, გადაცემა „არჩევანში"გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა. ტელეკომპანიის ცნობით, სწორედ ეს ფარული ჩანაწერია დეკანოზის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება.

ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დაკითხა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ არ სურს გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოს, ამიტომ საქმეში მონაწილეობას რა ფორმით გააგრძელებს არ იცის.

„მივიღე უდიდესი სტრესი, უდიდესი დარტყმა მაშინ, როდესაც მამხილეს და პირდაპირ ეთერში თქვეს, რომ თითქოს მე გავაკეთე ჩანაწერები, სადაც დანაშაული იგეგმება. ასეც რომ ყოფილიყო ეს სირცხვილია? ეს დანაშაულია? ეს უკანონობაა? , " - განაცხადა ირაკლი მამალაძემ "კურიერთან" საუბრისას. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×