პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი, საპატრიაქროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პირველად ეხმაურება.
ოხანაშვილი პროკურატურაში მის დაკითხვაზე საუბრობს, თუმცა, გაუთქმელობის ხელწერილის გამო „ციანიდის საქმის" დეტალებს არ განიხილავს. პატრიარქის დაცვის უფროსი „რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურაში მის ხელმეორედ დაბარებას არ გამორიცხავს და აპირებს,რომ გამოძიებასთან ბოლომდე ითანამშრომლოს.
„მე ვიყავი გამოძახებული, როგორც მოწმე. ჩავფრინდი თბილისში და მალევე დავბრუნდი უკან, ბერლინში. ბოლომდე ვითანამშრომლებ პროკურატურასთან, რადგან გამოძიებული უნდა იყოს ყველაფერი, რაზეც არის ეჭვები ", - განაცხადა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა.
სოსო ოხანაშვილი დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დადებითად ახასიათებს, თუმცა ფიქრობს,რომ თუ მისი ბრალეულობა დამტკიცდა, ის უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ მან „მოამბეს", ბერლინში განუცხადა.
უწმინდესის დაცვის სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე, გასულ კვირას დაკითხეს.