რეზონანსი
15.02.2017

 „რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა, კომპანიის ინვესტორისგან შეთავაზებული ფულადი დახმარება აიღო. კომპანიამ თანხა 10 თებერვალს გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ყოფილ თანამშრომლებს 2 თვის კომპენსაცია და დახმარების სახით, 3 თვის განმავლობაში 500-500 ლარი გადაეცემათ.

გათავისუფლებული მუშების ნაწილი, 70 პირი პროტესტს აგრძელებს. ისინი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სარჩელს სასამართლოში, მომავალ კვირას შეიტანენ. პარალელურად მუშების საპროტესტო აქციებიც გაგრძელდება.

როგორც საწარმოს დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ „ინფო რუსთავთან" საუბრისას განმარტა, გაზის ფასთან დაკავშირებით „სოკარ ჯორჯია გაზთან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვს, რომ საწარმო სრულყოფილად მაქსიმალურად მოკლე დროში ამუშავდეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×