რეზონანსი
15.02.2017

 არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, კონსტიტუციური შეთანხმება, რომლითაც მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოსგან, კომპენსაციის სახით, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს იღებს, დაფინანსების რაოდენობისა და არამიზნობრიობის გამო, უხეშად ირღვევა.

„რესპუბლიკებელების" თქმით, საპატრიარქოს კულუარებში არსებულ კანონდარღვევებზე, აუცილებელია სახელმწიფოს და საზოგადოების შესაბამისი რეაგირება.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დედაქალაქსა და რეგიონებში ეკლესიისთვის ქონების გადაცემა, ყოველგვარი პროცედურებისა და კვლევის გარეშე, ინტენსიურად მიმდინარეობს.

„შეწყდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკა, ვისაუბროთ კომპენსაციაზე,რომელიც განსაზღვრულია კონკორდატით და ეს იყოს დასაბუთებული" , - განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×