რეზონანსი
15.02.2017

 ლევან იზორია ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა, ლიტველ კოლეგასთან გამართა.

თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმებზე ესაუბრა. ლიტვის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, ქართულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობა გააღრმავოს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რუმინელ კოლეგასაც შეხვდება, სადაც განხილვის მთავარი თემა, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერება იქნება.

ხვალ ლევან იზორია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრაზე ნატოს უელსისა და ვარშავის სამიტების გადაწყვეტილებები განიხილება.

„საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელთანაც კომისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ჩვენ ამის დიდი პატივი გვაქვს, რათა წარვადგინოთ ჩვენი რეფორმების შესახებ ინფორმაცია. მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები ექვს ქვეყანასთან გვექნება " , - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ხვალ თავდაცვის მინისტრი, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს, კენეთ ჰენდელმანს შეხვდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×