რეზონანსი
16.02.2017

 „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. მანამდე კი ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი და მამუკა ახვლედიანის ჩანაწერი წაშლილია, რადგან ამის შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა. გარდა ამისა, გვარამიას თქმით ის არ აპირებს დაასახელოს იმ მესამე პირის ვინაობა, რომელიც საუბარს ესწრებოდა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორისთვის გაუგებარია რატომ გახდა მისი ხელმეორედ გამოკითხვა საჭირო.

"დიალოგი მიდის სამ ადამიანს შორის. მე ვიცი, ვის შორის გაიმართა საუბარი, მათ შორის, როგორც უკვე განვაცხადე, ერთ-ერთი იყო სახელმწიფოსთან დაახლოებული პირი. მისი ვინაობა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ არ დავასახელებდი და ახლაც ასე ვაპირებ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×