რეზონანსი
16.02.2017

 თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კერძო სკოლა „ხიხანს" ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა.

სკოლის დირექცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

"ეს არის ბიზნესის მოკვლის მცდელობა. აქ საუბარია ბავშვებზე, მშობლებზე. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია. ამას გავასაჩივრებთ. გარკვეული სიმართლე ჩვენს მხარესაა და ვაპირებთ თავის დაცვას, - აცხადებენ სკოლის დირექციაში.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ოფიციალური მონაცემებით, სკოლას 191 მოსწავლე ჰყავდა, მონიტორინგის დროს კი აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 14 ესწრებოდა გაკვეთილებს.

„საინფორმაციო სისტემის ერთიან ბაზაში დაფიქსირებულია, რომ სკოლას ჰყავს 191 აქტიური მოსწავლე, რაშიც სახელმწიფოსგან იღებს ვაუჩერს. სკოლაში ვიზიტის დროს გადამოწმდა გაკვეთილებზე მოსწავლეების დასწრება, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გაკვეთილებს ესწრებოდა მხოლოდ 14 მოსწავლე მთლიანობაში. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ გაკვეთილს ესწრებოდა მოსწავლე, რომელიც არ ირიცხებოდა აღნიშნულ კლასში და რიგ შემთხვევებში, მოსწავლეები საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს. ასევე, შემთხვევითობის პრინციპით გადამოწმდა ოთხი კლასის ჟურნალი წარმოების კუთხით. შემოწმებამ აჩვენა, რომ სკოლაში არ ხდება მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვა,"-აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×