რეზონანსი
16.02.2017

 ნიკა გვარამიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესი თითქმის ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოკითხვას მოსამართლე, გამომძიებელი და გვარამიას ადვოკატები ესწრებოდნენ.

გვარამია ჩვენება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცა.

„გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას-რა ვისაუბრე, რატომ ვისაუბრე. მათ ავიწყდებათ, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე. ეს გამოძიება მიმდინარეობს ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებაზე და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე, ამიტომ ჩვენი განმარტება იყო შემდეგი: კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და თუ ის ცდება გამოძიების ინტერესებს, ასეთ კითხვებზე პასუხისას თავს შევიკავებთ. რა თქმა უნდა ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი, იგი არ ასახავს იმ საუბარს, რომელიც შედგა სამ პირს შორის,"- განაცხადა გამოკითხვის შემდეგ ნიკა გვარამიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×