რეზონანსი
16.02.2017

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში იმყოფება. კვირიკაშვილი ბერლინის საერთაშორისო აეროპორტიდან იმ კლინიკისკენ გაემგზავრა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა მოთავსებული. პრემიერ-მინისტრი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა.

უწმინდესს რამდენიმე დღის წინ ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა. ილია მეორე თავს კარგად გრძნობს. ის სამშობლოში მომავალი კვირის დასაწყისში დაბრუნდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×