რეზონანსი
16.02.2017

 გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქის მოინახულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, ე.წ. ციანიდის საქმეს "უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა."

"მინდა პატრიარქს ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის არის ეკლესიის ერთიანობა უმნიშვნელოვანესი, ეკლესიის როგორც სახელმწიფოს ძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ერთიანობა. ამიტომ ჩვენ რაც მოხდა იმაზე დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებთ, ვფიქრობთ რომ უზარმაზარი სპეკულაციათა ნაკადი მოჰყვა, ვფიქრობ რომ ეს არის უადგილო, ჩვენ გვინდა ყველამ გავაკეთოთ ყველაფერი რომ მუხტი ჩავაცხროთ გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ ყველაფერი დაადგინოს,"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×