„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, გორში, კვერნაძის დასახლებაში მცხოვრები 28 წლის გოგო, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების განცხადებით, შემთხვევა, სავარაუდოდ, აბაზანაში დამონტაჟებული გამათბობლის დაზიანებამ გამოიწვია.
გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.