რეზონანსი
16.02.2017

 რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც 2008 წელს შეწყდა, მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, ზურაბ აბაშიძესთან ერთად განიხილავენ და გადაწყვეტენ საკითხებს, რომლის გადაწყვეტა დიპლომატიური ურთიერთობების არქონის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული. ჩვენ არ გაგვიწყვეტია ეს ურთიერთობები. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები აღდგება", - აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×