რეზონანსი
16.02.2017

 ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განმტკიცებით.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი ურთიერთობებს აღრმავებს საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ რეგიონების აღიარებაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამ შეხვედრით დასრულდა ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტერიალი. შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში ალიანსის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფნის გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×