ბიზნესმენ ქიბარ ხალვშის ადვოკატი პაატა სალია "რუსთვი 2"-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი - "უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცა ზეგავლენის ქვცეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ სამართლიანობის აღდგენის იდეას საბოლოოდ დაასამარებს".
"მეორე წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით. მოერე წელია უშედეგოდ ვცდილობთ დავარღვიოთ მანკიერი წრე და შევცვალოთ ის ორუელისეული მოცემულობა, როდეცას მოძალადეს-მსხვერპლი, ექსპრორტიოტრ-მოწყალე, ხოლო ცილისწამებასა და დეზონფომრატორს-თავისუფალი სიტყვისთვის მებრძოლი ჰქვია", - განაცხადა პაატა სალიამ.
მისი თქმით, მათ იმედი ქონდათ, რომ სასამართლო აღადგენდა ქიბარ ხალვაშის უფლებებს, მაგრამ სამმა მოსამართლემ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება არ მიიღო და განსახილველად დიდ პალატას გადასცა.
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოთმინებით, მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტებით ვცდილობდით ჩვენი სიმართლის დამტკიცებას, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლამ, შანტაჟმა და, როგორც უკანასკნელი მოვლენებიდან ირკვევა, მოსყიდვის მცდელობებმა არნახული მასშტაბები შეიძინა და წართმეულის შესანარჩუნებლად ყველა ხერხის გამოყენება მისაღები გახდა"
"აი, ასე-თვალსა და ხელს შუა, უკვე მეორედ ართმევენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიას და თუ სასამართლო მოექცევა ზეგავლენის ქვეშ, რისი ნიშნებიც უკვე ჩანს, ეს არამარტო ამ კონკრეტული საქმისთვის იქნება საზიანო, არამედ საბოლოოდ დაასამარებს სამართლიანობის აღდგენის იდეას, სასამართლომ არ უნდა დაუშვას მის საქმიანობაში უკანონო ჩარვეა და არ უნდა იქცეს ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლად. სასამართლომ არ უნდა დაუშვას უკანონობის დაკანონება ქვეყანაში", - ნათქვამიან ქიბარ ხალვაშის ადვოკატის - პაატა სალიას განცხადებაში.
"რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, ექცევა თუ არა სასამართლო ზეგავლენის ქვეშ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი პუბლიცისტი): რამე ლოგიკურს ვერ ვხედავ, რადგან სასამართლოში ხელისუფლების ხალხი არის. როცა უნდათ "რუსთავი 2"-ის მომხრეები არიან, როცა უნდათ არა? აქ რაღაც ალოგიკურია.
ვფიქრობ, ამ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, რომ მათი მხრიდან პრევენცია იყოს და არა იმის გამო, რომ ზეწოლაა. ამ შემთხვევაში "რუსთავი 2"-ს საზოგადოება ემხრობა, რომ არ დაიხუროს. სასამართლოს და პროკურატურას მივხედოთ. ერთი რამე იკვეთება, რომ არხს დახურვა ემუქრება და ეს საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.
ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): ზუსტად მტკიცება იმისა, რომ სასამართლო ექცევა ზეგავლენის ქვეშ, არ შემიძლია. თუმცა ის ფორმები, რომელიც "რუსთავი 2"-ის მხრიდან სასამართლოზე არის გამოყენებული, ეს არის პირდაპირი ზეწოლა.
ის კამპანია, რაც მიმდინარეობს, შეიძლება შეფასდეს სასამართლოს ზეწოლად, რაც კანონით აკრძალულია. სამართლებრივად, სახელმწოფომ, არის თუ არა დარღვევა უნდა ნახოს.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): არ გამოვრიცხავ, რომ სიმართლე იყოს, თუმცა კონკრეტული პასუხისგან თავს შევიკავებ. მაგრამ, საერთოდ, სასამართლომ ჩვენში ნდობა, რომ დაკარგა, ფაქტია. სასამართლო უნდა იყოს მყარ პოზიციაზე, რომელსაც ვერ ამჟღავნებს.
ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): მათ რომ კითხოთ, გადაწყვეტილებები თავიანთ საწინააღმდეგოდ გამოაქვთ. სასამართლო გადაწყვეტილებების შეფასება, ობიექტურად მიმაჩნია.
გია ბურჯანაძე (მსახიობი): დღევანდელ სასამართლოს, არამარტო "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით, არამედ სრულიად არ ვენდობი. თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო ჩვენთან არ არსებობდა და დღემდე არ არსებობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე