რეზონანსი
17.02.2017

 კრემლმა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს, აშშ-ის პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ, დადებითი ინფორმაციის გაშუქების შემცირება უბრძანა. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი", სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის თანახმად, ეს ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების შიშს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას, რუსეთთან იმაზე უარესი დამოკიდებულება ექნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა, გამოცემა „გაზეტასთან" საუბარში, ინფორმაციას მცდარი უწოდა.

როგორც რუსული არხის, "რეინ"-ის ჟურნალისტმა, კონსტანტინ ეგერტმა განაცხადა, „კრემლში ტრამპის კრიტიკას არ აპირებენ, უბრალოდ არ უნდათ,რომ საზოგადოებამ მის შესახებ ბევრი რამ გაიგოს. აშშ-რუსეთის ურთიერთობები ახლა გაცილებით არაპროგნოზირებადია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო" , - განაცხადა ეგერტმა.

„დასავლეთი რუსეთის პროვიცირებას ახდენს, თუმცა სპეცსამსახურებს დიალოგი სჭირდებათ,"- ეს განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის კოლეგიის სხდომაზე გააკეთა.

„ბი-ბი-სი"-ს ცნობით, კრემლის ლიდერი აცხადებს,რომ მხარეებს შორის დიალოგის აღდგენა, რუსეთის სპეცსამსახურებს, ამერიკელ კოლეგებსა და ნატოს ქვეყნებს აინტერესებთ. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დიალოგის შეწყვეტაში რუსეთს ბრალი არ მიუძღვის.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×