უამინდობის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ გზებს 24 საათის განმავლობაში წმენდენ.
დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.
უამინდობის და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული ჯვარი-ხაიშის გზის მონაკვეთზეც.
ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
იმავე შეზღუდვები მოქმედებეს ჯვარი-უშგულის, სოფ.ორპირი-ამბროლაურის, ძევრი-ტყიბულის გზის მონაკვეთებზე.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ღვედის მონაკვეთზეც.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავანი-ნინოწმინდის მონაკვეთზე და სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.