რეზონანსი
17.02.2017

 ჯეიმს მატისმა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეჭვობს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესში ჩაერია.

მატისმა განაცხადა, რომ არ არის ვალდებული, უპასუხოს რუსეთის ოფიციალურ პირებს, რომლებიც მისი გამოსვლით კმაყოფილები არ არიან.

„მე არ ვარ ვალდებული პასუხი გავცე რუსების განცხადებებს, ნატო ყოველთვის იყო მზად სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისა და დემოკრატიის დაცვისთვის. რუსეთმა უნდა ისწავლოს საერთაშორისო სამართლის წესებით ცხოვრება და დაიცვას თავისი ვალდებულებები" , - განაცხადა ჯეიმს მატისმა.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×