რეზონანსი
17.02.2017

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე თვეში, თბილისში,   110 ინსპექტირება და 140 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, მათ შორის, 83 ხორცის სარეალიზაციო ობიექტში. სააგენტომ ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზრებიც შეამოწმა.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 11 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა. მათ შორის იყო 3 სასაკლაო, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტი, 3 საზოგადოებრივი კვების ობიექტი და 1 აგრარული ბაზარი.

„სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მალფუჭებადი სურსათის - ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის პროდუქტების შესაბამისობის დადგენას ტექნიკური რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან,"- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×