რეზონანსი
18.02.2017

 ბერლინის კლინიკის ექიმის განცხადებით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება.

„პატრიარქის მდგომარეობა დადებითია. ის თავს კარგად გრძნობს და საქართველოში წასასვლელად ემზადება. ამ დროის მონაცემებით, ყველაფერი კარგად არის. უწმინდესი თავს კარგად გრძნობს", - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს" ექიმმა მარტინ შტრიკმა.

როგორც ბერლინის კლინიკაში მისულმა მეუფე დიმიტრიმ განაცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. „მთავრდება სარეაბილიტაციო პერიოდი და პატრიარქი ორშაბათს საქართველოში გაემგზავრება", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×