რეზონანსი
18.02.2017

 ექიმის ინფორმაციით, დეკანოზი კლინიკაში სინკოპეს (გონების კარგვის) დიაგნოზით არის შეყვანილი, მიმდინარეობს დაავადების აღმოფხვრის შესაბამისი ღონისძიებები.

„პაციენტი შემოყვანილია გონების კარგვის დიაგნოზით. მისივე გადმოცემით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უტარდება პროტოკოლით გაწერილი ღონისძიებები. მნახველების შეშვება არ ხდება, ვინაიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადმოყვანილი. მასთან მხოლოდ ადვოკატები შევიდნენ. როდის მოხდება მისი კლინიკიდან გაწერა, ჯერჯერობით ამაზე ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან რიგი ღონისძიებებია გასატარებელი. ხვალ, 12.00 საათზე გაკეთდება განცხადება და მოგაწვდით მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას", - განაცხადა ექიმმა, ზაზა ლაზარაშვილმა.

ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა ბოლო 4 დღის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×