გერმანული გამოცემა Die Welt-ის ჟურნალისტი დენიზ იუზელი თურქეთში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ABC ავრცელებს.
Die Welt-ის განცხადებით, კორესპოდენტი იძებნებოდა იმის გამო, რომ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ელექტრონულ ფოსტაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის თემას აშუქებდა. 43 წლის
ჟურნალისტს გერმანიისა და თურქეთის მოქალაქეობა აქვს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟურნალისტი დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის, პროპაგანდასა და არასწორად ინფორმაციის გავრცელებისთვის.
„ვიმედოვნებთ, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ გამოძიება ყველანაირი კანონის დაცვით ჩატარდება, რადგან საქმე ეხება პრესის თავისუფლებას, რომელიც გარანტირებულია თურქეთის კონსტიტუციაშიც"-ნათქვამია განცხადებაში.