რეზონანსი
18.02.2017

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძე "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობის გათიშვის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნიკა გვარამია ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატია.

"გუშინ, სოციალურ ქსელში წამოსული ბუნებრივი პოზიციები ალბათ ასახავს იმ რეალობას, რაც ხდება სინამდვილეში. გვარამია არის ტელევიზიების გათიშვის დიდოსტატი. მას ალბათ ეგონა, რომ ვიღაც შევარდებოდა, ვიღაც გათიშავდა, ეს მოლოდინი არ გაუმართლდა და თვითონ გააკეთა ეს ყველაფერი. ამაზე მეტი კომენტარი რა უნდა გავაკეთო. ჩანს ვისი სტილია პროვოკაციები, გათიშვები, ვისი სტილია ის, რომ რაღაც დესტაბილიზაციის ფონი შექმნას და ამით გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს ადამიანების ფსიქოლოგიაზე, ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×