რეზონანსი
18.02.2017

 საბურთალოზე, მიხეილ ასათიანის და ვაჟა-ფშაველას გამზირის კუთხეში ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სამარშრუტო ტაქსის დაეჯახა, რომელიც ამოტრიალდა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა და გადაყვანილია საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×