რეზონანსი
18.02.2017

 შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×