რეზონანსი
19.02.2017

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.

ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას გააკეთა. პრემიერმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დიალოგის წარმატებით დასრულებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტური იმპლემენტაციის ერთგულია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×