რეზონანსი
19.02.2017

 ერაყის ჯარმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან" მოსულის დასავლეთ ნაწილის გამოხსნის სპეცოპერაცია დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ გაავრცელა. პრემიერ მინისტრის განცხადებით, არმიის მთავარი ამოცანა, პირველ რიგში, ტერორისტებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოხსნა იქნება.

სპეცოპერაციის დაწყებამდე გაერომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ერაყის ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ბლოკადაში მოქცეული მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა იყოს.

ჰუმანიტარულ საკითხთა საკოორდინაციო კომიტეტი ვარაუდობს, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შედეგად, ქალაქის დატოვება 400 ათასზე მეტ ადამიანს მოუხდება, რაც ლტოლვილების ახალ ნაკადს წარმოშობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×