რეზონანსი
19.02.2017

 ნიკა გვარამიამ „რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს მიმართა.

„ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, ის, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია.... ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ნუ გაჰყვებით ურთმელიძეს, ნაზღაიძეს, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას" , - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„ „რუსთავი 2"-ელები არ გაიყიდნენ და არ გაიყიდებიან, არ ვიყიდებით და არ ვიხევთ არც ერთი ნაბიჯით უკან", - აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა.

ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილის კარიკატურით ხელში აღნიშნა, რომ მის სურვილებს არ დაემორჩილებიან.

„ამ კაცს სძულს არა მარტო „რუსთავი 2", არამედ ყველა ის სიკეთე, რასაც „რუსთავი 2" გამოხატავს - დასავლეთი, კრიტიკა, რაციონალიზმი. ამ კაცმა დააბრუნა 1984 წელი საქართველოში, როცა ყველას უთვალთვალებენ, მეორე დღეს გვაჩვენებენ, გვასმენინებენ, გვხურავენ, სულს უღებენ პირიდან ყველა ადამიანს, ვისაც თავისუფლება უნდა" , - განაცხადა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×