რეზონანსი
19.02.2017

 "რუსთავი 2"-ის საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. ტელეკომპანიის მხარდამჭერები  უკვე დაიშალნენ. "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საპროტესტო აქციის გამართვა აღარ მოუწევთ.

აქციაზე გამომსვლელებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტონ „რუსთავი 2"-ის, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლა.

აქციაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წევრები, სხვადასხვა ტელეკომპანიის ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.მათი განცხადებით რომელთა განცხადებითაც, „რუსთავი 2"-ის მხარდაჭერით, სიტყვის თავისუფლებას იცავენ.

ტელეკომპანიამ 18 თებერვალს, პროტესტის ნიშნად, მაუწყებლობა შეწყვიტა და სატელევიზიო ეთერი დღეს, აქციის დაწყებისას განაახლა.

 „რუსთავი 2"-ის წილებზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ უნდა მიიღოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×