რეზონანსი
19.02.2017

 პარტია „თავისუფალი დემოკრატების" მე-5 რიგგარეშე ყრილობაზე, პარტის თავმჯდომარედ შალვა შავგულიძე ერთხმად აირჩიეს.

გენერალური მდივნის პოსტი თამარ კეკენაძემ ჩაიბარა, პოლიტიკური მდივნის - ნინო გოგუაძემ, პარტიის აღმასრულებელი მდივანი კი ლევან სამუშია იქნება.

შავგულიძის კანდიდატურა დელეგატებს, პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ წარუდგინა, რომელიც დღევანდელ ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

შალვა შავგულიძემ სიტყვით გამოსვლისას „თავისუფალი დემოკრატების" 8-წლიან ისტორიაზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა მიზეზები, თუ რატომ არის პარტია ხელისუფლების ოპოზიციაში.

„ჩვენთვის არასდროს ყოფილა წამყვანი თანამდებობები და რეგალიები. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი განვითარება და ამ მიზნისთვის ბრძოლა", - მიმართა შავგულიძემ პარტიის წევრებს.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×