რეზონანსი
19.02.2017

 რუსთავის სარაგბო სტადიონზე, „ბორჯღალოსნებმა" „რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში, გერმანიის ნაკრები ანგარიშით, 50:6 დაამარცხეს.

ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება თამაშის მე-3 წუთზე, გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მოგვიანებით მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დამატებითი ქულა ფრუიძის, კვირიკაშვილის,თხილაიშვილის და ბოლო წუთზე ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის ლელომ მოუტანა.

ამ გამარჯვებით საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით, პირველ ადგილზეა.

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის" შემდეგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან, 4 მარტს ჩაატარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×