რეზონანსი
19.02.2017

 „ჩაფიძის გულის ცენტრის" კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სოფო უნგიაძის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია.

ექიმის განცხადებით, მამა გიორგის პნევმონია დაუდგინდა, მას კლინიკაში სხვადასხვა სახის გამოკვლევები უტარდება. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან „ჩაფიძის გულის ცენტრში", 17 თებერვალს ღამით გადაიყვანეს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარაშვილმა განაცხადა, დეკანოზი მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×