დონალდ ტრამპმა ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას, თავის თავს ნატოს ფანი უწოდა და ალიანსის წევრები საწევროს გადაუხდელობის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას, „The Hill"-ი ავრცელებს.
„მე ნატოს ფანი ვარ, მაგრამ მასში შემავალი ბევრი ქვეყანა, ის ქვეყნები, რომლებსაც ვიცავთ, ძალიან მდიდარი ქვეყნები, საწევროებს არ იხდიან", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები წარსულის მიდგომების გათვალისწინებას აღარ აპირებს.
„ჩვენ აღარ მოვუსმენთ მათ, ვისაც სარგებლის მოტანა არ შეუძლიათ, ახალი გარემოებები ახალ გადაწყვეტილებებს მოითხოვს", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
6 თებერვალს ტრამპმა ნატოს მხარი დაუჭირა და სამხედრო ალიანსის წევრებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.